ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერეკლე დეისაძე: “დაიწერება ათჯერ მეტი „საიდუმლო სირობა”

კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს აეკრძალება სხვისი გრძნობების შეურაცხყოფა, მწერალი ერეკლე დეისაძე ეხმაურება.

ის ამბობს, რომ მისთვის ეს პირდაპირი გამოწვევაა, რომელსაც ღიმილით ხვდება. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

„თვითონ არიან მაპროვოცირებლები ამ ყველაფრის იმიტომ, რომ დაიწერება ათჯერ მეტი „საიდუმლო სირობა“, უფრო მეტი ადამიანი იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად,“ – განაცხადა ერეკლე დეისაძემ და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური გრძნობებით არის შეურაცხყოფილი და კითხულობს, ვის მიმართოს.

ერეკლე დეისაძე თვლის, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან არის კონტროლის ერთგვარი მცდელობა.

„ეს უკვე პირად სივრცეში შემოჭრაა, რომელიც საბჭოთა კავშირში არ გაუვიდათ,“ – განაცხადა ერეკლე დეისაძემ.

იტვირთბა....