კასპში ორი სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რომლის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. სატვირთოებიდან ერთ-ერთი სპირტით იყო დატვირთული, ხოლო მეორე კი ზეთითა და ავტონაწილებით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარის ჩაქრობაში კი 5 სახანძრო მანქანა მონაწილეობდა.