ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქევხიშვილის სავარძელი უცნობმა მამაკაცმა ურიკით წაიღო (ვიდეო)

ძიუდოს ფედერაციიდან დღეს პროტესტის ნიშნად ქევხიშვილის სკამი ძიუდოისტებმა გამოიტანეს, რომელიც ადგილზე მოსულმა კაცმა წაიღო. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

სკამი რამდენიმე საათის განმავლობაში შენობასთან ახლოს იდგა, რის შემდეგაც ადგილზე კაცი გამოჩნდა, სავარძელი ურიკაზე განათავსა და ტერიტორია დატოვა.

კაცმა დავით ქევხიშვილის სავარძელი ურიკაზე განათავსა და წაიღო

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელი, რომელიც მომიტინგე ძიუდოისტებმა ფედერაციის შენობიდან გამოიტანეს, ადგილზე მოსულმა კაცმა წაიღო. ვრცლად – http://netgazeti.ge/news/279136/

Gepostet von netgazeti.ge am Dienstag, 22. Mai 2018

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტებმა ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მისი კაბინეტის კარი აჭედეს და სავარძელი გარეთ გამოიტანეს.

იტვირთბა....