aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში დირექტორმა ბავშვებს “ბოლო ზარი” არ ჩატარებინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა დოდო ცქვიტაიამ ბოლო ზარის ჩატარების უფლება არ მისცა.

დოდო ცქვიტაიამ ბავშვები მხოლოდ იმისთვის დასაჯა, რომ ისინი ბოლო პერიოდში გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. ინფორმცია სანდო წყარომ “პრაიმტაიმს” გაანდო.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში დღეს საგამოცდო პროცესიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ დოდო ცქვიტაია დაახლოებით 25 წელია აღნიშნული სკოლის დირექტორია და მისი მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა. როგორც ირკვევა, მსგავსი ფაქტი რამდენიმე წლის წინაც დაფიქსირებულა, თუმცა მაშინდელი მიზეზი უფრო მძმე და გაურკვეველია. ცქვიტაიამ 15 წლის წინ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ის შეკითხვა არ აპატია, რომელიც ე.წ მოსაკრებელს ეხებოდა. ბავშვების ინტერესი კი დირექტორის მიერ ყოველთვიურად თითოეული ბავშვიდან აღებულ თითო ლარს ეხებოდა, რომელიც თითქოს სკოლის რემონტს ხმარდებოდა.

 

 

იტვირთბა....