aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს კაფე “გალერი” გაიხსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კაფე “გალერი” დღეიდან 22 მაისიდან ოფიციალურად გაიხსნა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შენობის ორივე სართულზე დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები და შენობას ლუქი მოხსნეს. სამართალდამცველებმა მფლობელებს უკვე მისცეს უფლება კაფის ფუნქციონიერებაზე.

კლუბში ინვენტარი დაზიანებული არ არის. ისინი დღეიდან აღწერის ჩატარებას დაიწყებენ. ადვოკატის თქმით, კლუბიდან სამართალდამცველებს ისეთი მტკიცებულებები არ გაუტანიათ, რომელიც კლუბის მეპატრონეებთან იქნებოდა კავშირში. ინფორმაციას “გალერის” ადვოკატი ხათუნა ხურცილავა ავრცელებს.

ამ წუთებში  კაფე “გალერის” დირექტორი ვიოლეტა ყოლბაია ამ წუთებში დიღმის მთავარ სამმართველოში იკითხება.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. დაკავებულებს შორის კაფე “გალერის” დაცვის სამსახურის უფროსიც არის. კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს.

იტვირთბა....