ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიად გელბახიანი: „ბასიანი“ არ იხსნება იმიტომ, რომ არის მძევალი”

ზვიად გელბახიანი სამართალდამცველებმა სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დაიბარეს. ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში კლუბ „ბასიანის“ მეპატრონის დაკითხვა იწყება. ის უწყებაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

კლუბის მეპატრონისთვის პოლიციის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ნარკორეალიზატორებთან მეპატრონეებს კავშირი არ აქვთ. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

უწყებაში შესვლამდე მან  განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა თემებთან დაკავშირებით სურს გამოძიება მისგან ინფორმაციის მიღება, თუმცა ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა, ის მოწმის სახით იქნეს დაკითხული იმ რვა პირის საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით 12 მაისს დააკავეს.

მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არაკოორდინირებულად მუშაობს. გელბახიანის შეფასებით, ღამის კლუბი „ბასიანი“ ხელისუფლებისთვის მძევალია.

„გუშინ მოხდა საკმაოდ კომიკური ფაქტი, დაგვირეკეს, დაახლოებით 9 საათისკენ და გვითხრეს ხვალინდელ დღეზე, რომ კლუბი გაიხსნებოდა და მედიებთან ერთად შეგვეძლებოდა, რომ შევსულიყავით. ბუნებრივია, ეს შევაფასებთ პოზიტიური ნაბიჯი შსს-სგან, მაგრამ 15 წუთში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კლუბის გახსნა გადაიდო და მე ვარ დაბარებული დაკითხვაზე. ეს ეჭვებს ბადეს, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული, ვინაიდან „ბასიანის“ გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ერთი მხრივ, შს მინისტრი აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში, დაახლოებით, 4-5 დღეზე იყო საუბარი, კლუბი იქნება გახსნილი, თუმცა მოადგილეს სხვა ვერსიები აქვს, ის იძახის, რომ კლუბი 2-3 კვირაში გაიხსნება. „ბასიანი“ „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად აქტიურად არის ჩართული კამპანიაში, რომელიც ბევრ საკითხში ითხოვს ცვლილებებს. მე და ჩემს თანამებრძოლებს გვაქვს განცდა, რომ „ბასიანი“ არ იხსნება იმიტომ, რომ არის მძევალი, რამდენად გავაგრძელებთ ან არ გავაგრძელებთ აქციებს,“- განაცხადა გელბახიანმა.

იტვირთბა....