ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძიუდოისტებმა ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს

ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. დღეს სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს, შემდეგ მისი კაბინეტის კარი აჭედეს.

ძიუდოისტების პროტესტი დღეს დილიდან, ფედერაციის შენობასთან განახლდა, სადაც ისინი უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ და დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით აქციებსაც მართავდნენ. დავით ქევხიშვილი კი გადადგომას არ აპირებს.

იტვირთბა....