ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

თამაზ ლომიძე: “ქრისტეს სიტყვები არ უნდათ ქრისტიანებს !”

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქრისტიანებს ქრისტეს სიტყვების მოსმენა აღარ უნდათ.

“ქრისტეს სიტყვები არ უნდათ ქრისტიანებს !

მათი შეგნების და სულის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს ერთ მხარეს უდევთ წმინდა სახარება, ქრისტიანთა მთავარი წიგნი – ახალი აღთქმა, განკაცებული ღმერთის წმინდა მოძღვრება და მასში ქრისტეს მიერ ნაქადგები უამრავი კაცთმოყვარე მცნება, ისეთი, როგორიცაა მაგალითად: “გიყვარდეს მტერი შენი და დალოცე მაწყევარი შენი”, “რომელმან შემოგკრას ერთ ლოყაში, მიუშვირე მას მეორეც” , “თუ ვინმემ წაგართვას ხალათი, გააყოლე მას პერანგიც”, რომელმაც თვით ღმერთის დასაცავად ხმალამოღებულ პეტრეს მკაცრად უბრძანა: “ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე მოკვდება”, რომელიც ჯვარზე გაკრული მაინც ევედრებოდა მამა ღმერთს მისი შეურაცხმყოფელების და მკვლელებისთვის “აპატიე მამაო, რამეთუ არ იციან, რას ჩადიან”, რომელმაც ბრძანა, რომ უკლებლივ ყველას გადასარჩენადაა მოსული და მეორედ მოსვლამდე მხოლოდ “წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი”.

აი, განკაცებული ღმერთის ეს უდიდესი მცნებები უდევთ ცხვირწინ, ამის მოსმენა არ უნდათ, თითქოს არც არსებობს მათთვის და მაინც მე-4 საუკუნეში მოღვაწე წმ. იოანე ოქროპირის ერთი კერძო, კონკრეტული შემთხვევის გამო ნათქვამი სიტყვა ურჩევნიათ, როცა ის ქალაქში არეულობის დასაშოშმინებლად, გამონაკლისის სახით ამბობს, რომ ძალაც შეიძლება გამოიყენონ ურჩების დასაშოშმინებლად. მაგრამ, რატომ ურჩევნიათ ღვთის ძის, ქრისტეს სიტყვებს იოანე ოქროპირის სიტყვები? იმიტომ, რომ საკუთარი სიძულვილის და აგრესიის გასამართლებლად ჭირდებათ. მათში ჯერ არაა სიყვარულის, საღვთო მშვიდობის და მშვიდობისმყოფელის სული. ესაა მძიმე სანახავი! თავიდანაა საქადაგებელი მათთვის ქრისტიანობა!”, – წერს სოციალურ ქსელში დკანოზი.

იტვირთბა....