ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აკაკი ზოიძე: “ადამიანი ციხეში ნარკოტიკის მხოლოდ მოხმარებისთვის არ უნდა წავიდეს”

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. თემა ნარკოპოლიტიკის რეფრმაა. როგორც უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუხცადა, უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია.

” საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანი ციხეში მხოლოდ მოხმარებისთვის არ უნდა წავიდეს. ამაზე ყველა თანხმდება. მსჯელობის საგანია, რა ფორმით მოხდება და გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება რა ფორმით შეიძლება. ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ასეთი ცვლილებების შედეგად ნარკომომხმარებელთა რაოდენობის მატება თუ წახალისება არ მოხდება. ამაზე საერთაშორისო გამოცდილებაც მეტყველებს, რათა ამ ადამიანების სინათლეზე გამოყვანას შევძლებთ, მათ ვაიძულებთ, მკურნალობის, ზრუნვის და პრევენციის პროგრამებს მიმართონ“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში რამოდენიმეჯერ გადაიდო. დღევანდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

იტვირთბა....