არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის დროს იასპარეზებენ.
მუნდიალს მიღმა დარჩა მაურო იკარდი, რომელმაც სერია ა-ში 29 ბურთი გაიტანა და გათამაშების თანაბომბარდირი გახდა.
მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერი, ინგლისი), ვილფრედო კაბალერო (ჩელსი, ინგლისი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი)
მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (სიტი, ინგლისი), ფედერიკო ფაციო (რომა, იტალია), მარკოს როხო (მანჩესტერი, ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), კრისტიან ანსალდი (ტორინო, იტალია)
ნახევარმცველები: მანუელ ლანზინი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), ხავიერ მასკერანო (ჰებეი, ჩინეთი), მაქსიმილიანო მეზა (ინდეპენდიენტე), ლუკას ბილია (მილანი, იტალია), ევერ ბანეგა (სევილია, ესპანეთი), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ, საფრანგეთი), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი)
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), სერხიო აგუერო (სიტი, ინგლისი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი, იტალია)