ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას აშანტაჟებდა დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა  თოლორაიას  განცხადებით, პირი, რომელიც ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას აშანტაჟებდა დაკავებულია. თოლორაიამ ამის შესახებ “ტევე პირველთან” გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირი პოლიციამ განყოფილებაში დაკითხვის დროს  დააკავა.

მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი განცახდებით, აქ ორი სახის დანაშაული იკვეთება, ერთი  ეს არის ადევნება, ხოლო მეორე  შანტაჟი. თოლორაია ამბობს, რომ ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. რაც შეეხება დაკავებულ პირს,  მას ექსპერტიზა ჩაუტარდება და დადგინდება მისი ფსიქიკური მდგომარეობა როგორია. თუ მას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა, მაშინ იძულებით მკურნალობა დაენიშნება.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიამ დაწერა, რომ  2011 წლიდან ემუქრებიან და აშანტაჟებენ. მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა და მისი უსაფრთხოების დაცვა ითხოვა.

ინგა გრიგოლია: “წლებია წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ვცხოვრობ”

იტვირთბა....