ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადადის

შსს მომსახურების სააგენტო ქალაქის პირობებში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დასანერგად ემზადება.

უწყებამ B კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებისთვის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში პრაქტიკული გამოცდისთვის პროგრამული და სენსორული უზრუნველყოფის შესყიდვა 2017 წელს განახორციელა, ახლა კი, დამატებით 170 029 დოლარი გამოჰყო, რითაც სატვირთო ავტომობლებისთვის (C,CE,C1,D,DE,D1) პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის შესყიდვა მოხდება.

ასევე მოხდება აქსესუარებისა და მოწყობილობების დამატება A კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

არსებული იმპულსური სენსორული სისტემის მაკომპლექტებელი ნაწილები და განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადია როგორც პროგრამულად, ასევე ფიზიკურად მხოლოდ ამავე მწარმოებლის, სამხრეთ კორეული ფირმის Neo Information Systems-ის ტექნიკასთან. სწორედ ამიტომ სააგენტოს შესყიდვის გამარტივებულად განხორციელება სურს.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წელს არის დაგეგმილი.

newsday.ge

იტვირთბა....