ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ლგბტ აქტივისტზე თავდამსხმელის დედა: “ჩემი შვილი ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს”

“ჩემი შვილი ქართულ ოჯახში იზრდება, სადაც სამშობლოსთვის თავდადებას ვასწავლით, სადაც სამშობლოს და საქართველოს სიყვარულს ვასწავლით. ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს, – წერს 15 წლის მოზარდის დედა, რომლის შვილიც 17 მაისს ლგბტ აქტივისტს თავს დაესხა.

“ჩემი შვილი ქართულ ოჯახში იზრდება, სადაც სამშობლოსთვის თავდადებას ვასწავლით, სადაც სამშობლოს და საქართველოს სიყვარულს ვასწავლით. ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს. ჩემი შვილი ქართულ ოჯახში იზრდება, სადაც სამშობლოსთვის თავდადებას ვასწავლით, სადაც სამაშობლოს და საქართველოს სიყვარულს ვასწავლით…

ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს. ეგ არის უბედურება, რომ ვერ ხვდებიან, რის წინაშე დგას ერი. ჩვენ ბნელებს გვიწოდებენ. ვიქნები ბნელი და ჩამორჩენილი”, – დაწერა მოზარდის დედამ ფეისბუქზე.

17 მაისს ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა, რომელიც მთვრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა აღნიშნეს. ერთ-ერთ გამომსვლელს 15 წლის მოზარდი თავს დაესხა.

იტვირთბა....