შსს-ს რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა. პატრულის თანამშრომლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.
საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანა აღნიშნულ ლოკაციებზე ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდებაა.
პირველ ეტაპზე, ქვეით პატრულთა 10 ჯგუფი იმუშავებს. ქვეით პატრულ-ინსპექტორთა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მათთვის საქართველოში მოქმედი კანონებისა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, მათი გადამისამართება მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან.