არსებული ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მდინარე რიონმა ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 40-მდე მამაკაცია. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ს 108-ე), დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.