რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის მეორე გასასვლელში საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. ინფორმაციას “TV ქვემო ქართილი” ავრცელებს.
ადგილობრივები არასამთავრობო ორგანიზაცია „იანგ ლაიფ“ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფენ ორგანიზაციაში და აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის არეალი მხოლოდ ახალგაზრდების სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას გულისხმობს. ადგილობრივები მოსახლეობა მათი საქმიანობის გამოძიებას ითხოვს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.