aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ქართველი ემიგრანტი შვილმა გაძარცვა და ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცნობილი გახდა იტალიაში ქართველი ემიგრანტის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხედის მკვიდრის თვითმკვლელობის მიზეზი– თვითმკვლელობამდე, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ინფორმაციას “კვირა” ავრცელებს.

როგორც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, ქალმა შვილთან დაკავშირებულ სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ, ამ ქალაქშია დაპატიმრებული ქართველი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60 000 ევრო მოიპარა.
მედიის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ეს თანხა საქართველოში გადმორიცხა.
თუმცა, იტალიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, თანხა დაიბლოკა და პატრონს უკან დაუბრუნდა.
ქურდობის ბრალდებით დაკავებულის დედის, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილის თვითმკვლელობის შესახებ, ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

 

იტვირთბა....