ჩრდილოეთ კორეის არმიის ოფიცერი და სამოქალაქო პირი ქვეყნიდან პატარა ნავით გამოიქცნენ და ახლა ისინი სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ინფორმაციას Yonhap-ი ავრცელებს.
სეული უკვე დიდი ხანია ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ ნებისმიერ პირს იღებს. სამხრეთ კორეაში ამჟამად 30 ათასი ასეთი ადამიანი ცხოვრობს.