შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლას, უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მინისტრს მლიქვნელური მადლობები მოუხადეს.
“ბატონო მინისტრო, თქვენ ერთ რამეში მიგიძღვით წვლილი, თქვენ საქართველო ასახელეთ და შეიყვანეთ გინესის რეკორდებში. თქვენი მბრძანებლის მეორედ მოსვლისას მისი 20 წუთიანი გამოსვლა აღნიშნეთ 31 ტაშით.
დღეს ახალ სიმაღლეებს იპყრობთ და კვლავ გინდათ, რომ საქართველო გამოაჩინოთ გინესის დონეზე მსოფლიო არენაზე და როგორც ვატყობ თქვენ 20 წუტიან გამოსვლას 41 ჯერ გეტყვიან მადლობას.
თქვენ მოისმინეთ მლიქვნელური მადლობები, მაგრამ სად არის თქვენი ბოდიში? რატომ მოიხადეთ ბოდიში ახალგაზრდების წინაშე აქციების მსვლელობისას. აქ აფსოლუტურად სხვა რამე მოვისმინეთ, თუ თქვენ უკან მიგაქვთ თქვენი სიტყვები, მაშინ აქ კი არ უნდა ილაპარაკოთ “მემადლობეებით” გარშემორტყმულ გარემოში, არამედ მიდით და ქუჩაში თქვით რომ მოიტყუეთ. თქვენ ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ბავშვურად ხელით გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით რომ გატყუებთო”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.