ქართული პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია “აიისა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“17 მაისს ჰელიუმით გაბერილი ლგბტ დროშის ფერების პრეზერვატივების პარლამენტის (როგორც საკანონმდებლო ორგანოს) მიმდებარედ გაშვება დიდი ხნის წინ გვქონდა დაგეგმილი. გუშინდელმა დღემ მეტ ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა რაც იყო კიდეც შსს-ს მიზანი, თუმცა გამშველებლის სტატუსის ხარჯზე.
დაახლოებით 6 საათზე პოლიციელების ჯგუფმა დაუდგენელი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გაბერილი ‘ბუშტების’ ძებნა და ჩვენი თანამშომლების მიერ საკუთარი სურვილით იყო განმარტული რომ დიახ, კურიერის მიერ წამოღებული რამდენიმე წუთში მოსატანი ‘ბუშტები’ იყო ჩვენი შეკვეთა.
ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჩვენი თანამშრომელი და გაანადგურეს (დახეთქეს) ბუშტები. ადგილი ჰქონდა უკანონი ჩხრეკას, ტელეფონის წართმევას და საგამოძიებოში უსტატუსოდ გადაყვანას (დაკავებულის სტატუსი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გადაწყდა საბოლოოდ)
ყოვლად უსაფუძვლო დაკვების გარდა კიდევ ერთხელ დაირღვა ჩვენი ფუნდამენტური, კონსტუტუციურად გარანტირებული, გამოხატვის თავისუფლება.
სასამართლო გაიმართება ხვალ, საქმეში ჩართულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
სქრინში მოყვანილია დაგეგმილი და განუხორციელებელი სადემონსტრაციო აქტის ამსახველი კადრებისთვის განკუთვნილი აღწერა”, – ნათქვამია განცხადებაში.