ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: “გახარიას გამოსვლიდან პასუხი ბევრ კითხვაზე ვერ მივიღეთ”

“ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლიდან პასუხი ბევრ კითხვაზე ვერ მიიღო. როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, საზოგადოებას პრეტენზია არ აქვს იმის თაობაზე, პოლიცია ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ რატომ იბრძვის.

„პირიქით, პრეტენზია და მოთხოვნა გაქვს, რომ ამას ეფექტურად ებრძოლონ. მაინც ვერ გავიგეთ, ადამიანების უფლების დარღვევა რატომ იყო საჭირო. არა მხოლოდ იქ მყოფების, არამედ გარეთ მყოფი 70–80 ადამიანის, რომლებიც შემდეგ იყვნენ დაკავებულები. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

მინისტრის მხრიდან ძალის პროპორციულად გამოყენებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ზედაპირული დამოკიდებულება არის, ანუ, რაიმე შეცდომას საერთოდ არ აღიარებს. რაც მთვარია, მინისტრის მხრიდან ქვეყანაში ფაშისტების თარეში საერთოდ ხსენებული არ ყოფილა. ერთ–ერთიყველაზე მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანები არიან, რომლებიც ადამიანებს არბევენ და ემუქრებიან, რომლებიც ამ ხელისუფლების გამოზრდილები არიან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....