შს სამინისტრომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს იმედები გაუცრუა, რადგან ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სამართალდამცავმა სტრუქტურამ გახარიას ხელმძღვანელობით საზოგადოებას დაანახა, რომ ხალხი პოლიციურ სახელმწიფოში არ ცხოვრობს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
„ბოლო დღეების პროცესებმა, ფაქტობრივად ბევრი ასპექტი გამოავლინა და საზოგადოებაში ნაპრალები გამოამზეურა, რომელსაც სჭირდება მოქმედების მყარი გეგმა. ერთს ვიტყვი რომ საზოგადოების გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც აქაც მოინახება, გაუცრუეთ იმედები, გააწბილეთ, გული გაუტეხეთ, იმიტომ რომმ სათქმელი იმისა, რომ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ფაქტობრივად , მოუსპეთ რადგან პოლიციურ სახელმწიფოში მინისტრი არ მიდის პროტესტანტებთან აქციაზე , ბოდიშზე რომ არაფერი ვთქვათ“ – განაცხადა ქანთარიამ.