ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გახარია: “შესაძლოა ოჯახში ძალადობის განმეორებითი ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს”

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს რამდენიმე ინიციატივაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაჟღერდება, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ავრცელებს.

„მინდა გითხრათ რამდენიმე ინიციატივაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაჟღერდება. ეს არის ოჯახში ძალადობის მიმართულებით. გვინდა, რომ გამეორების ნაწილში ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართალზე გადავიდეთ, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცივი იარაღის საკითხს, ცივი იარაღი არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, რომლის გამოძახილი უკვე სერიოზულ ციფრებშია და შეგიძლიათ სტატისტიკა იხილოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

იტვირთბა....