რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე ავრცელებს „ინტერპრესნიუს-თან” საუბრისას.
„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია”, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 10 წლის ბიჭი რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა.