ამ წუთებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოდის. მისი თქმით, ის ყოველთვის მზად არის,როდესაც საჭირო გახდება საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდეს. გახარია ამბობს, რომ მას სურს წარადგინოს გეგმა საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც სისტემური რეფორმები ჰქვია.
მინისტრის თქმით, ასევე დეტალურად ისაუბრებს 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით. გახარია მზად არის, რომ ამ კუთხით დეპუტატების ყველა ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს და კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცეს.
მინისტრი ამბობს, რომ რეფორმების შესახებ ის 31 მაისს პოლიციელებს დღეს სამართალდამცველებს წარუდგენს და გააცნობს. ხოლო პარლამენტარებსაც თუ სურვილი გაუჩნდებათ ამ ახალ რეფორმაზე ის დეტალურად მათთანაც ისაუბრებს.
შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დაანონსეს, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს. ამის შემდეგ კი “ევროპულმა საქართველომ” მინისტრი კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში დაიბარა.