ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კატეგორიულად დავაყენეთ კანჯი ოღლის გადმოცემის საკითხი, პასუხი იყო გაურკვეველი”: გალის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ინციდენტების პრევენციის შეხვედრა გალში კვლავ უშედეგოდ დასრულდა.  ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ანთაძე აცხადებს.  მისი თქმით, ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა იყო, საოკუპაციო რეჟიმის პასუხი კი გაურკვეველი:

„ხვალ 19 მაისია სრულდება ორი წელიწადი გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან ეს საკითხი იყო ძალიან ინტენსიური განხილვის საგანი. ჩვენ კატეგორიულად დავაყენეთ და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია – კანჯი ოღლის მიმართ სამართლის აღსრულების თაობაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის თაობაზე. პასუხი და მათი პოზიცია არის უცვლელი. პასუხი იყო გაურკვეველი.
ასევე განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზთან და მიმდინარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება უკანონო დაკავებების საკითხს ეს თემაც პრინციპულად გაჟღერდა ჩვენს მიერ , მოვიკითხეთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოვითხოვეთ მათი უმოკლეს დროში გათავისუფლება“-განაცხადა ანთაძემ.

შემდეგი შეხვედრა გალში 2018 წლის 27 ივნისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

10 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....