წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხუთი ცხენი მოიპარეს. მეპატრონეებს არ აქვთ ინფორმაცია, რა მოხდა შემთხვევის ღამეს.
მეპატრონე ამბობს, რომ ცხენები ეზოში ყავდა დაბმული, დილით კი არცერთი არ დახვდათ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
მოპარულ ცხენებს შორის ერთ-ერთი წლების განმავლობაში ფაეტონით ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.