ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გვარამია: “ფაშისტების ულტიმატუმის გამო ლეგიტიმური აქციების გაუქმება ფაშიზმის წახალისებაა”

ტყუილად გონიათ, რომ “ჩვენთვის მთავარია ადამიანი და მისი სიცოცხლე” ტექსტებით ამ პასუხისმგებლობას აირიდებენ, – ასე აფასებს სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

“ფაშისტების და შავრაზმელების გამო და მათი ულტიმატუმის პასუხად რომ ლეგიტიმური აქციები უქმდება, ესაა ფაშიზმის წახალისება და მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილი. და ეს არა მარტო ხელისუფლებას ეხება (რომელიც საერთოდაც პირდაპირი შემოქმედი და დამფინანსებელია ამ ჯგუფების), არამედ ამ აქციების გამაუქმებლებსაც, კერძოდ, წინა და დღევანდელი აქციების ორგანიზატორებს.

და ტყუილად გონიათ, რომ “ჩვენთვის მთავარია ადამიანი და მისი სიცოცხლე” ტექსტებით ამ პასუხისმგებლობას აირიდებენ. მაგ ლოგიკით, ტრანსგენდერებს მოუწოდონ, ძუძუები აიკრან და კაცებივით ჩაიცვან. აბა, ისე მოკლეს რამდენიმე და მთავარი ხომ ადამიანის სიცოცხლეა და ნუ გააღიზიანებენ ორკებს”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კანცელარიასთან ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია გამართეს. თუმცა, თავდაპირველად დაანონსებული აქცია გააუქმეს,ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

“ქართული მარში” და სხვა ჰომოფობიური განცხადებებით გამორჩეული ორგანიზაციები კონტრაქციას აანონსებდნენ.

იტვირთბა....