თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ნაწილს საცხოვრებელი ფართები საბურთალოზე – მარიჯანის ქუჩის, ხოლო დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის 2 ნომრის მიმდებარედ გადაეცემათ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დიდ დიღომში, საცხოვრებელი ფართით 17 ოჯახი დაკმაყოფილდება, ხოლო საბურთალოზე ბინას 10 ოჯახი მიიღებს.
„ბინებს მიღებენ 606 და 627 კოოპერატივების წევრები, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვისთვის თანხები უკვე გადახდილი აქვთ. მათ გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და ინვესტორს თავად მონახავენ. ახალი წესის თანახმად, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება და შეირჩევა ინვესტორი“, – აცხადებენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში.
სააგენტოს განმარტებით, ჯამში, თბილისის მასშტაბით 3135 ოჯახი დაკმაყოფილდება.