ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპანტებმა სოფელ ტირძნისის მკვიდრი გაიტაცეს

ოკუპანტებმა სოფელ ტირძნისის მკვიდრი გაიტაცეს. 1989 წელს დაბადებული ახალგაზრდა კაცი ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ნამდვილად ერთი პირია დაკავებული.  შესაბამისად ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

იტვირთბა....