ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორში ძმები დაჭრეს

გუშინ გორის რაიონის  სოფელ ტყვიავიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ორი ახალგაზრდა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან. ერთ-ერთი დაჭრილი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის” სტაციონარში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი – გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაშავებული ძმებიდან ერთი 20 წლის, მეორე კი 22 წლისაა.

“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა სადაც მათ განაცხადეს რომ გორის რაიონში ფლავის მიმავალ გზაზე ძმებსა და ერთ პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება.

“27 წლის მხილებულმა ძმებს მიაყენა ჭრილობები, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან საკუთარი მსუბუქი ავტომობილით მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს და დანაშაულის იარაღიც ამოიღეს.

პირველადი შეფასებით მხილებულსაც აქვს დაზიანებები, რამაც გამოიწვია დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩანიშვნა.

თავად მხილებული დაჭრის ფაქტს აღიარებს, თუმცა დაჭრილი ძმები სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განძრახ მძმე დაზიანებებსა და განზრახ ნაკლებად მძმე დაზიანებებს გულისხმობს”- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

 

 

 

იტვირთბა....