ფაშისტურ ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნული ერთობას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაფრთხილების წერილს უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ თუ ეროვნული ერთობის წარმომადგენლები ფაშისტურ სიმბოლიკას გამოიყენებენ, მათ წინააღმდეგ თავისუფლების ქარტიის კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება. მოძრაობის ადვოკატი განცხადების ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ქართული ბორჯღალი და ბონური ჯვარი, არც ერთი არ არის კანონით აკრძალული. აქ თუ ვინმე ხედავს სადმე სვასტიკას თქვა, თუ არა და თქვენი ტელევიზიების საშუალებით მოიხადონ ბოდიში. თუ არა და ჩვენც მივმართავთ ადვოკატურ ზომებს,“-აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს პოლიციის სამმართველოში გამკითხეს ნეოფაშისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე. მისი განცხადებით, კითხვები ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდებოდა. ბრალი, კი რომელიც მისი და მისი თანამოაზრეების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებას ეხება, აბსურდია.
„როგორც წინა საქმეზე თითქოსდა იყო ჯგუფური ძალადობის მუქარა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. იყო დამატებითი კითხვები ამასთან დაკავშირებით, რასაც ამომწურავი პასუხები გავეცი. ასევე იყო ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები,“-განაცხადა საქართველოს ეროვნული ერთობის მეთაურმა გიორგი ჭელიძემ.