სპეციალურად აქციიდან “მეტრონომი”
მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაშავებულს თავის ტრავმა აქვს. როგორც სასწრაფოს ექიმმა განაცხადა დაზარალებულს ქვედა ყბა აქვს დაზიანებული და ის ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ერთ პირს თავს დაესხნენ.
კერძოდ, ტრიბუნაზე გამოსვლისას ახალგაზრდა კაცს უცნობმა პირმა თავში ჩაარტყა. თავდასხმელი დაკავებულია.
ავტორი: ნინო ცხადაია