ისრაელის ქალაქ ხოლონში, ერთ-ერთ ქარხანაში 30 წლის თანამშრომელი, საქართველოს მოქალაქე ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა. მამაკაცს ხორცსაკეპში ხელი ჩაჰყვა და შემდეგ მთლიანად ჩაითრია. ადგილზე მისულ მედიკოსებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. დეტალებს ისრაელში მცხოვრები ქართველები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ყვებიან.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.