იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ახალშობილთა სოციალური პაკეტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება” უმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პროგრამის ბენეფიციარები – სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან ვაუჩერებსა და 50 პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ.
ვაუჩერების განაღდება აფთიაქშიო იქნება შესაძლებელი. ახალშობილის მშობლები 20 ლარის ფარგლებში საჭირო ნივთებსა და საფენებს უფასოდ მიიღებენ, 50 პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენას ნახევარ ფასად შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტს იუსტიციის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს.