aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მტკვრის დინების მიერ გატაცებული გოგო გადაარჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, მაშველებმა მტკვრის დინების მიერ გატაცებული გოგო გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შესული შეტყობინებისთანავე სამაშველო ჯგუფი ადგილზე გავიდა.

სამაშველო განყოფილების მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს 16 წლის გოგო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. გოგოს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....