ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოძრაობა “თეთრი ხმაური” ხელისუფლებას მოლაპარაკებების ახალ ფორმატს სთავაზობს

მოძრაობა “თეთრი ხმაური” ხელისუფლებას მოლაპარაკებების ახალ ფორმატს სთავაზობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ დაწყებულ პროცესში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაც მოხდეს და ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდეს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საჯაროობის მიზნით შესაძლოა, სპეციალური ჯგუფიც შეიქმნას, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. საპროტესტო გამოსვლების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, უკვე დაიწყო მუშაობა ორმა სამუშაო ჯგუფმა.

ერთი 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომებს სწავლობს, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფი ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობს.

“ხომ არ არის დრო რომ მოიხსნას ეს ბარიერები სისტემასთან ურთიერთობის და საზოგადოებას მიეცეს უფრო ღია შესაძლებლობა მმართველობაში ჩართულობის? დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ,”-აცხადებს ბექა წიქარიშვილი.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

იტვირთბა....