ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრესამსახური: “ერთ-ერთ საკრებულოს წევრს ფრენის ფობია ქონდა და ამიტომ ვერ გაფრინდნენ, ნასვამები არ ყოფილან”

ეს სამი ადამიანი, უბრალოდ, არ გაფრინდა. რახან დელეგაციის ერთი წევრი ცუდად გახდა, სამივე მეგობრები არიან და გადაწყვიტეს არ გაფრენილიყვნენ, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახურის წარმოამდგენელი.

“დელეგაციის სამივე წევრი ფხიზელ მდგომარეობაში იყო. თვითმფრინავიდან არანაირი გამოძევება არ ყოფილა. უბრალოდ, ერთ-ერთი დელეგატი ძალიან ცუდად გახდა. მას ფრენის ფობია ქონდა გადაწყვიტა ბორტის უფროსმა გადაწყვიტა, არ გაფრენილიყვნენ. როგორც გაირკვა ამ ავიაკომპანიაში ორი ფატალური შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ეს სამი ადამიანი, უბრალოდ, არ გაფრინდა. რახან დელეგაციის ერთი წევრი ცუდად გახდა, სამივე მეგობრები არიან და გადაწყვიტეს არ გაფრენილიყვნენ. კონკრეტულ ღონისძიებაზე ამ წევრის ყოფნა იყო საჭირო და ფიქრობდა, რომ გაფრენას შეძლებდა, მაგრამ ისეთი გაფითრებული იყო, რომ ალბათ, წნევა ქონდა”, – განაცხადეს საკრებულოში.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა, თვითმფრინავიდან გააძევეს. მიზეზი კი მათი არაფხიზელი მდგომარეობა იყო.

ავიაკომპანია “ლოტის” წარმომადგენელმა გამგზავრების უფლება არ მისცეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს, საკრებულოს წევრსა და მერიის თანამშრომელს. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ-ერთის სახის ფერი არ მოეწონა.

“იმედის” ინფორმაციით, შემთხვევა 10 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისი-ვარშავის რეისი მგზავრთა არასათანადოდ მოქცევის გამო შეჩერდა. ნახევარი საათის განმავლობაში ბორტგამცილებლები რუსთავის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვებას სთხოვდნენ, რადგან ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, არასათანადოდ იქცეოდნენ და საფრთხე ექმნებოდათ დანარჩენ მგზავრებს.

პოლონური ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოში აცხადებენ, რომ მგზავრებს უკიდურეს შემთხვევაში აძევებენ ხოლმე თვითმფრინავიდან და ასეთი ფაქტები იშვიათად ხდება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კი ამბობს, რომ თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ 50-50 გრამი ვისკი დალიეს.

იტვირთბა....