“ქართულმა მარშმა” 17 მაისის აქცია გააუქმა. როგორც “მარშის” წევრები აცხადებენ, ამის მიზეზი ლგბტ აქტივისტების მიერ გაუქმებული აქცია გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. 19:00 საათზე ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კანცელარიასთან იკრიბებოდნენ, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აქცია გააუქმეს.