ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა პაპუაშვილი: “17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა”

არ არის ქართველი გამოკვეთილი ჰომოფობიებით და რაღაც ფობიებით აღსავსე. არ არის ასე. მას სიყვარული უნდა, სიმშვიდე და ბედნიერება უნდა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა “მეტრონომთან” ბლიც ინტერვიუს დროს.

“არ არის ქართველი გამოკვეთილი ჰომოფობიებით და რაღაც ფობიებით აღსავსე. არ არის ასე. მას სიყვარული უნდა, სიმშვიდე და ბედნიერება უნდა. რა თქმა უნდა, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ოჯახი მაღალ დონეზე უნდა ავწიოთ. ოჯახში ბევრი სასიკეთო ხდება, ერთმანეთი უყვართ… ოჯახის სიწმინდის დღეა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ თემის წარმოამდგენლები, მათი მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზების ნაწილი ტრანფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ.

ამავდროულად, საპატრიარქო მსვლელობით აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს.

იტვირთბა....