ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაპუაშვილი: “ბერას ბოლო კლიპი არ მომეწონა, ტექსტთანაც კითხვები მაქვს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს რეპერ ბერა ივანიშვილის ბოლო კლიპი შეაფასა.

“ბერა მუსიკოსია და მას აქვს უფლება ის მუსიკა დაუკრას რაც მოწონს და ის ლექსი დაწეროს რაც ლექსსაც წერს. მე, მაგალითად, ასეთი მიმდინარეობის მომწონებელი არ ვარ. მე ასეთ მუსიკას არ ვუსმენ. თუმცა, ბერამ იმოქმედოს პოლიტიკაზე, მთავრობასა და პარლამენტზე გავლენა, გადაჭარბებულად მეჩვენება. ცოტა შეურაცხმყოფელიცაა. ბერა ხელოვანია და ზოგიერთს მოეწონება და ზოგიერთს არა. ეს არის და ეს.

ხელოვანითვის ასეთი რამის დაბრალება უგუნურებად მეჩვენება. რაც შეეხება ბოლო კლიპს. თუ ჩემი გემოვნებით ავწონ-დავწონე და არ მომეწონა. შეიძლება, იმ ტექსტთან და მუსიკასთან რაღაც კითხვები მქონდეს. მე ჩემი გემოვნებით ვცხოვრობ როგორც ცხოვრებაში, ასევე ხელოვნებაში. ბერამ რამე გავლენა იქონიოს პოლიტიკაზე, ეს გადაჭარბებულია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერა ბოლო კლიპში მარიხუანას ლეგალიზებაზე საუბრობს.

იტვირთბა....