ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, თუ რა იყო 2014 წელს მალაიზიური თვითმრინავის Boeing 777-200-ის გაუჩინარების მიზეზი, რომელსაც პლანეტაზე საკმაოდ დიდი ინტერესი მოჰყვა. ექსპერტების განმარტებით, არ არის გამორიცხული ბოინგის გატაცება პილოტის მიერ წინასწარ იყო ჩაფიქრებული. ამ ინფორმაცია უცხოური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
წინასწარი ვარაუდით, პილოტი სპეციალურად ცდილობდა მალაიზიისა და ტაილანდის საზღვართან ეფრინა, რომ დისპეტჩერები დაებნია. როგორც ირკვევა, მან შემოუფრინა მალაიზიის შტატ პინანგს, რითაც თითქოს დაემშვიდობა მშობლიურ ადგილს, სადაც ის დაიბადა.
კანადის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლერი ვენსმა განაცხადა, რომ პილოტს ცაფიქრებული ჰქონდა თვითმკვლელობა და მგზავრებიც დახოცა. ის თვლის, რომ პილოტმა გაიკეთა ჟანგბადის ნიღაბი და სპეციალურად დაარღვია ჰერმეტულობა ბორტზე, რის შემდეგაც მგზავრებმა გონება დაკარგეს.
წინასწარი გამოძიებით, ბოინგს ვარდნის დროს პილოტი არ მართავდა. ბორტზე 154 მგზავრი იყო.