ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში “გოლდენ სტეიტმა” ჰიუსტონ “როკეტსი” 119:106 დაამარცხა, სერიაში 1-0 დაწინაურდა და მოედნის უპირატესობაც მოიპოვა.
სტუმრების შემადგენლობაში საუკეთესო კევინ დურანტი იყო. “დურანტულამ” 37 ქულა ჩააგდო.
მასპინძელთაგან ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. “ბაბუაწვერამ” 41 ქულა მოაგროვა.
ზაზა ფაჩულია პარკეტზე არ გამოსულა.