“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა შერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც კლუბ “ბასიანისთვის” სახელის გადადრქმევას ითხოვს.
“ბასიანს სახელი გადაარქვანო – დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ცოტა ხნის წინ, პრეზერვატივებზე ორი თითის დახატვა რომ აკრძალეს, ბევრმა იფიქრა ძალიან კარგიო. რა წესია ადამიანის გრძნობების შეურაცხყოფაო.
ბევრმა კარგმა ადამიანმა ჩათვალა, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოხატვის შეზღუდვა მას არანაირად არ დააზიანებდა. თუ არ მოიწონა, არც გაბრაზებულა.
დღეს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, თავისუფლად შეიძლება ბასიანის სახელის შეცვლა გადაწყვიტოს სასამართლომ – ვიღაცის გრძნობებს შეურაცხყოფს.
დარწმუნებული ვარ, ბასიანისთვის სახელის გადარქმევა ადამიანების უფრო ფართო ჯგუფს გააბრაზებს.
ზეგ შეიძლება ზოლიანი მაისურის ჩაცმა აგიკრძალონ, იმიტომ რომ ივანიშვილის ზებრის გრძნობებს შეურაცხყოფს – ეს კიდევ უფრო გააფართოვებს გაბრაზებულთა წრეს.
და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ იკარგება თავისუფლება.
ამიტომ ვხმაურობთ პრეზერვატივების შეფუთვაზე და არა იმიტომ, რომ შეფუთვის შინაარსი მოგვწონს. კარგი იქნება, თუ ბევრი გაიგებს ამას და ახმაურდება ხოლმე, ჩვენთან ერთად.
პ.ს. სიმბოლურია, რომ მერიამ იჩივლა პრეზერვატივებზე”, – წერს ჩერგოლეიშვილი.