ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას ჰოლანდიაში”: რუხაძე სააკაშვილს უჩივის

მიხეილ სააკაშვილის ინოფრმაციით, ირაკლი რუხაძემ მის წინააღმდეგ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა:
“ქართველი ხალხის მტერ ბანკირებისგან ერთერთმა ,ირაკლი რუხაძემ იქირავა ყველაზე ძვირადღირებული იურისტები და სარჩელი შეიტანა ჰოლანდიურ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ პატივის და ღირსების დაცვაზე.როგორც ჩანს, მაფიას გონია ,რომ გააჩნია პატივი და ღირსება.

მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას ჰოლანდიაში.მე ამ ქართველი ხალხის ძარცვისგან გამდიდრებულებისგან განსხვავებით,ძვირადღირებული იურისტების ფული არ მაქვს,მაგრამ მალე ვესტუმრები მათ საქართველოში და ბოლო კაპიკამდე დავაბრუნებინებ ქართველი ხალხისთვის მათ მიერ წართმეულ ფულს”,- წერს სააკაშვილი “ფეისბუქზე”

იტვირთბა....