ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანა სუბელიანი: ” 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და არა ქვის გაკერპებისთვის”

9 აპრილის მემორიალზე ცეკვამ საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია. როგორც გაირკვა გოგონა რომელიც მემორიალე ცეკვავდა ანა სუბელიანია. მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

“ვინც 9 აპრილის მემორიალზე დგომამ და ცეკვამ გაგაღიზიანათ და მეტიც, აგრესიას არ იშურებთ, უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვთ თავისუფლებაზე და საერთოდ არაფერი არ გესაქმებათ ახლოს ამ პროტესტთან. ბასიანის და გალერის კი არა, თავისუფლების დასაცავად ვდგავართ! იმავე თავისუფლების, რომლის დაცვასაც შეეწირნენ 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები! ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და არა ქვის გაკერპებისთვის!! მათსავე ბრძოლას შევუერთდი ამ აქტით და მახინჯი ტვინები გაქვთ, ვინც ამას სხვაგვარად აღიქვამთ.

პ.ს. დღე იყო სასწაული, ხალხი ერთიანი, პროტესტი ცივილური და ხვალინდელი დღის კიდევ უფრო დიდი იმედით ვაგრძელებ სვლას” – განაცახადა ანა სუბელიანმა.

იტვირთბა....