ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წიქარიშვილი: “თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადავინაცვლებთ”

“თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადავინაცვლებთ.

“დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურითმოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში.

ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა“, – აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება ყველაფერზე შეძლებს წასვლას იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც იყო, თუმცა წინასწარი მზაობა არის, რომ „უფრო მეტად გაიხსნას ხელისუფლების კარი“.

იტვირთბა....