ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუშინდელ აქციაზე “რუსთავი 2”-ის ოპერატორს კონტრაქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

გუშინდელ აქციაზე “რუსთავი 2”-ის ოპერატორ ლევან კალანდიას კონტრაქციის მონაწილეები თავს დაესხნენ. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოშია ასახული, აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მათმა კადრში მოხვედრამ გამოიწვია. ისინი ოპერატორს ეუბნებოდნენ, რომ მათთვის არ გადაეღო.

იქვე მობილიზებულმა პოლიციამ ოპერატორის უსაფრთხოება დაიცვა და დაპირისპირება მალევე განიმუხტა.

გუშინ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, ახალგაზრდები ითხოვდნენ თავისუფლებას და კლუბებში ძალისმიერი მეთოდებით სპეცრაზმის მიერ ხალხის დაშლას აპროტესტებდნენ. მათი მოთხოვნები იყო შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა. მოგვიანებით აქციაზე შს მინისტრი მივიდა და იქ მყოფ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა პარასკევს განვითარებული მოვლენების გამო. ცოტა ხნის წინ შედგა მოლაპარაკება შს მინისტრსა და აქციის ორგანიზატორებს შორის. ორგანიზატორის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, აქციები დროებით შეჩერებულია.

იტვირთბა....