ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: “ივანიშვილის მოსვლა არის ჩემი პირადი შეცდომების შედეგი”

მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ რუსთვი 2-ის ეთერში ლაშა ბუღაძის  კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლა ნამდვილად არის მისი პირადი შეცდომების ბრალი, თუმცა ამის გამოსწორებას აპირებს.

“ნამდვილად არ აქვს პრეტენზია ლიტერატურულ კრიტიკოსობაზე და ბესარიონ ჟღენტობაზე, ეს იყო ჩემი ბავშვობის დროს ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, გთვლით ნიჭიერ და ადექვატურ ადამიანად.

რა თქმა უნდა ივანიშვილის მოსვლა ასევე არის ჩემი პირადი შეცდომების შედეგი. უფრო მეტიც სწორედ იმიტომ რომ ამ კაცის მოსვლა და მისი წამოსკუპება საქართველოზე არის ჩემი პირადი შეცდომის შედეგი მეთვითონ ჩამოვალ და მეთვითონ ვაპირებ ამ შეცდომების გამოსწორებას. რადგან მე არ ვაპრებ ჩემი ხალხი დავტოვო.

მეორე, რა თქმა უნდა იყო გადახრები, რა თქმა უნდა იყო შეცდომები, რა თქმა უნდა არასდროს დაგვირბევია ღამის კლუბები, მაგრამ ერთი რამე მე ზუსტად მახსოვს, 9 წლიდან 8 წელის განმავლობაში ქვეყანაში უფრო მეტი ბრუნდებოდა, ახალგაზრდობამ შეწყვიტა გასვლა, რადგან ახალგაზრდობას შევუქმენით სამუშაო ადგილები, სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები იყვნენ 30 ჭლამდე ახალგაზრდები, ჩვენ ძალიან ბევრ ახალგაზრდას გავუხსენით გზა. ჩვენ შევქმენით უცხოელი მასწავლებლების პროგრამები,  ჩვენ მივეცით საშუალება ახლაგაზრდებს ესწავლათ ინგლისური ის რომ ქართველებმა დღეს ინგლისური იციან. ამ პროგრამების ფონზე იყო გადახრები, თუმცა ყველა სწავლობს თავის შეცდომებზე.

ეს ქართული სახელმწიფო რომელსაც ახლა არბევენ, შედარება რაც დღეს ხდება იმასთან რაც იყო…. საქართველო იყო სახელმწიფო,”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “კვირის აქცენტებში” ლაშა ბუღაძემ სააკაშვილს ჰკითხა, გრძნობდა თუ არა პასუხისმგებლობას მომხდარის გამო და მისი ბრალი ხომ არ იყო ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ყოფნა.

იტვირთბა....