ლაშა ბუღაძემ, გუშინ, რუსთავი2-ის ეთერში, “კვირის აქცენტებში” ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა თუ გრძნობდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას და განაცხადა რომ დღეს ჩვენ რომ ივანიშვილი გვყავს, ეს დიდწილად თქვენი დამსახურებაც არის, იმიტომ რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ფაქტობრივად რეალურ ოპოზიციურ ძალები სრულიად მარგინალიზებული იყო, ჩვენ მივიღეთ ივანიშვილი, რადგან სრულიად აღარ იყო ცოცხალი პოლიტიკური პროცესი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ.
“თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას? მე მახსოვს ნარკოპოლიტიკა, რომელიც თქვენს დროსაც იყო თქვენ დროს იყო “ც” კი არა, პოლიციური სახელმწიფო და ყველაზე მახინჯი გამოვლინებით თქვენი მმართველობის დროს იყო. ამის აღიარება ნუ გვერიდება. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, თქვენს გაკეთებულ საქმეებსაც ვაფასებ არ ვარ ასეთი ჩაციებული კაცი, თქვენი გაკეთებული კარგი რომ არ დავინახო, მითუმეტეს მე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული “ვარდების რევოლუციაში”. რა გააკეთეთ იმისათვის თქვენ, თქვენი პრეზიდენტობის დროს, რომ ივანიშვილი არ ყოფილიყო? რომ ყოფილიყო ადექვატური თუნდაც ნარკოტიკის მიმართ პოლიტიკა? რომ არ ყოფილიყო პოლიციური სახელმწიფო იმ მახინჯი ფორმებით რასაც დღესაც ვიმკით?”, – აღნიშნა ბუღაძემ.